ფილიალები

Lead Teacher

გიორგი ბერძენიშვილი

Teachers

ტუტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (152) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ირინა ჯაფარიძე რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლობელი ვარ. შემდეგ შევუერთდი მედიტაციის და ფილოსოფიის ონლაინ გაკვეთილებს გიორგისთან, რამაც გადამატანინა პანდემიით გამოწვეული იზოლაცია და სრულიად შემიცვალა საკუთარი თავისა და სამყაროს ურთიერთკავშირის აღქმა და ზოგადად, ძალიან დადებითი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. უზარმაზარი მადლობა იოგას სახლს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის და საქმეში ამდენი სიყვარულის ჩადებისთვის ❤️
ეკო ჩუბინიძე რამდენიმე წლის წინ ვცადე პირველად იოგათი დავკავებულიყავი, მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა "დამუღამება" და გულიც ამიცრუვდა:) ახლა რადგან ორსულობის პერიოდში ექიმმა მირჩია და თან სახლიდან გაუსვლელად შემეძლო მომესინჯა, კიდევ ერთი შანსი მივეცი ჩემს თავსაც და იოგასაც და ნამდვილად გაამართლა. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი ნინო და იზა არიან. მიუხედავად დისტანციისა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ახერხებენ ვარჯიშის მიმდინარეობისას სწორი რჩევები მოგვცენ ყველას. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვხვდები, რომ წინსვლა მაქვს, უფრო მეტად მოქნილი ვხდები, ვსწავლობ სწორად სუნთქვას და, თან რაც მთავარია, ვარჯიში ბევრ ისეთ პოზას მოიცავს, რომელიც სხეულისთვის ძალიან სასიამოვნოა.
ქეთი გოგიავა ფანტასტიური მედიტაციის სესიები, რომელიც გაჯერებულია არამხოლოდ 1 კონკრეტული მიმართულებით. გიორგი ბერძენიშვილი გვიზიარებს სხვადასხვა ფილოსოფოსისა თუ მწერლის მოსაზრებებს, ე.წ. დებულებებს, ჩანახატებს და მრავალფეროვანს ხდის თითოეულ სესიას. რაც მთავარია ვსწავლობთ მედიტირებას, მე-ს შეგრძნებას, ყოველგვარი უარყოფითისგან დისტანცირებას. ჩვენ ვართ აქ და ახლა :) დიდი მადლობა!
სალომე ჩაერთეთ ფილოსოფიის ონლაინ კურსში. ამ ჟამიანობის დროს კიდევ უფრო საინტერესოა ფილოსიურად მიუდგე ამ სამყაროს, გაიცნო საინტერესო ადამიანები ისაუბროთ საინტერესო თემებზე ერთად. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რასაც ყველას ვურჩევ. მადლობა ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის <3
ანა ჩაჩხიანი ჩავერთე ფილოსოფიის ონლაინ კურსში <3 ვფიქრობ ეს საუკეთესო საშუალებაა ფილოსოფიის შემეცნებისთვის, რადგან კურსი ინტერაქტიურია, ყველა წევრი თანაბრადაა ჩართული და გამოხავს თავის შეხედულებას, ისმენ განსხვავებულ აზრს, რაც გეხმარება უკეთ შეიმეცნო ესა თუ ის საკითხი და ცნება, მიიღო ღირებული ცოდნა და არა მხოლოდ ინფორმაცია, გაეცნო საინტერესო ადამიანებს და მათთან ერთად იმსჯელო <3
მარიამ ხელაძე ვფიქრობ, ფილოსოფიის კურსი დამეხმარება ფილოსოფიურად მივუდგე ფილოსოფიას :) გავერკვე მის ძირითად ცნებებში, შემეცნების სრულ პროცესში, მივიღო ღირებული ცოდნა და არა უბრალოდ ინფორმაცია, რითიც ისედაც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა. ეს კურსი კარგია იმისთვის რომ მივუახლოვდეთ ადამიანურ, განზოგადებულ მიზნებს და დანიშნულებებს და შესაბამისად, ერთ დღესაც რუტინამ არ გვშთანთქოს.

ფოტოგალერეა


© 2016 GEORGIAN YOGA FEDERATION