6-კვირიანი განხილვის შემდეგ საქართველოს იოგას ფედერაციის დოკუმენტაცია Yoga Alliance-მა დაამტკიცა და ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურად გახდა Registered Yoga School — RYS 200.

რას ნიშნავს ეს?

ხშირად გვეკითხებოდნენ, არის თუ არა ჩვენი 200-საათიანი კურსის სერტიფიკატი საერთაშორისო დონეზე აღიარებული და შეძლებენ თუ არა კურსდამთავრებულები მის გამოყენებას საზღვარგარეთ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Yoga Alliance-ში რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე მიგვეყვანა.

ამიერიდან ჩვენი 200-საათიანი მასწავლებელთა მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ჩვენი RYS 200 პროგრამის სერტიფიკატი და შეძლებენ Yoga Alliance-ში RYT 200 რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთებას.

მათაც, ვისაც ჩვენი 200-საათიანი კურსი უკვე გავლილი აქვს, ასევე შეუძლიათ, განაახლონ სერტიფიკატი RYT 200-ად.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად იყო.
წარმატებები ყველას!