10-კვირიანი პრაქტიკული კურსი

აშთანგა-ვინიასა-იოგას კურსი

ტექნიკა, ანატომია და პრაქტიკის ლოგიკა

10 პრაქტიკული სემინარი აშთანგა-ვინიასა-იოგას პირველი სერიის საფუძვლიანი შესწავლისთვის — პოზების ტექნიკა, მოძრაობისა და სუნთქვის კოორდინაცია, სხეულის ბიომექანიკა, უსაფრთხო ადაპტაცია და მთლიანად პრაქტიკის სტრუქტურის გაგება.

არ არის აუცილებელი იყო იოგას მასწავლებელი.

კურსი განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსებისთვის, ისე იოგას მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის.

24 ოქტომბრიდანშაბათი · 15:00–16:3010 სემინარისტუდიაში
აირჩიე კონკრეტული სემინარი
აშთანგა-ვინიასა-იოგას პრაქტიკა
450 ₾სრული კურსი · ერთი შეხვედრა 50 ₾
რატომ ეს კურსი?

პრაქტიკა შეიძლება იცოდე — მაგრამ რამდენად კარგად გესმის ის?

იოგას ჯგუფურ გაკვეთილზე მთავარი მიზანი პრაქტიკაა. ამიტომ ყოველთვის არ რჩება დრო თითოეული პოზის დეტალურად დასაშლელად — როგორ ნაწილდება დატვირთვა, რა მოძრაობა ხდება სახსარში, როგორ უნდა მუშაობდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი, სად არის ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინება საჭირო და რატომ არის ერთი პოზა სწორედ ამ ადგილას პრაქტიკის თანმიმდევრობაში.

შეიძლება ადამიანი წლებია რეგულარულად ვარჯიშობდეს და მაინც დარჩეს ბევრი კითხვა ტექნიკის, მოძრაობის, სუნთქვის, გადასვლებისა და კონკრეტული პოზების შესრულების შესახებ.

ეს კურსი სწორედ ამ დეტალების შესასწავლად შეიქმნა.

აქ პირველი სერია არ იქნება უბრალოდ თავიდან ბოლომდე შესასრულებელი თანმიმდევრობა. პრაქტიკას ნაწილებად დავშლით, დეტალურად განვიხილავთ და შემდეგ ისევ მთლიან სისტემად დავაკავშირებთ.

რას ვსწავლობთ?

არა მხოლოდ რა გავაკეთოთ — არამედ როგორ და რატომ

ტექნიკა

პოზების შესრულებას განვიხილავთ დეტალურად: საყრდენი, მიმართულება, წონის განაწილება, მოძრაობა, სტაბილიზაცია და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ურთიერთქმედება.

ანატომია და ბიომექანიკა

პრაქტიკას დავუკავშირებთ სახსრების ფუნქციას, კუნთების მუშაობას, მობილობასა და სტაბილურობას — იმდენად, რამდენადაც ეს კონკრეტული ტექნიკის უკეთ გაგებაში გვეხმარება.

სუნთქვა და მოძრაობა

განვიხილავთ მოძრაობისა და სუნთქვის კოორდინაციას და იმას, თუ როგორ ქმნის იგი პრაქტიკის რიტმსა და უწყვეტობას.

ადაპტაცია და უსაფრთხოება

ვისწავლით, როდის შეიძლება პოზის ფორმის შეცვლა, გამარტივება ან ეტაპობრივი განვითარება და რატომ არ არის გარეგნული ფორმა ერთადერთი კრიტერიუმი.

პრაქტიკის ლოგიკა

განვიხილავთ, როგორ არის აგებული პირველი სერია, როგორ იცვლება დატვირთვა და რა ფუნქცია აქვს თითოეულ ეტაპს მთლიან თანმიმდევრობაში.

დამოუკიდებელი პრაქტიკა

მიზანია, პრაქტიკოსი ნაკლებად იყოს დამოკიდებული მხოლოდ გარედან მიღებულ ინსტრუქციებზე და უკეთ ესმოდეს საკუთარი პრაქტიკა.

აუდიტორია

ვისთვის არის ეს კურსი?

თუ უკვე წლებია იოგას ვარჯიშობ

და გინდა ტექნიკისა და მოძრაობის დეტალებში უფრო ღრმად გაერკვე.

თუ აშთანგა-ვინიასას უკვე პრაქტიკობ

და გინდა პირველი სერიის სტრუქტურა და ტექნიკური პრინციპებიც გაიგო.

თუ სხვა მიმართულების პრაქტიკოსი ხარ

და გინდა აშთანგა-ვინიასა-იოგას სისტემური და ტექნიკური გაცნობა.

თუ იოგას ასწავლი

კურსი დაგეხმარება ტექნიკის ანალიზში, უსაფრთხო ადაპტაციასა და გასაგები ინსტრუქციის ჩამოყალიბებაში.

თუ მასწავლებლობისთვის ემზადები

მიიღებ პრაქტიკულ და ტექნიკურ საფუძველს, რომელიც მხოლოდ პირადი პრაქტიკით ყოველთვის არ ყალიბდება.

კურსის გასავლელად მასწავლებლობა არ არის აუცილებელი

იოგას უფრო ღრმად შესწავლა არ ნიშნავს აუცილებლად იოგას მასწავლებლად გახდომას.

შეიძლება შენი მიზანი მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის განვითარება იყოს — უკეთ გაიგო სხეული, უფრო ზუსტად შეასრულო პოზები, გაარკვიო დეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ ჯგუფურ გაკვეთილზე ხშირად აუხსნელი რჩება, და უფრო დამოუკიდებლად იმუშაო საკუთარ პრაქტიკასთან.

ამიტომ კურსი ღიაა ყველა პრაქტიკოსისთვის, ვისაც აშთანგა-ვინიასა-იოგას პირველი სერიის საფუძვლიანი შესწავლა სურს.

პროფესიული კავშირი

იოგას მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ნაწილი

კურსი ასევე წარმოადგენს Georgian Yoga Federation-ის იოგას მასწავლებელთა მომზადების პროგრამის პრაქტიკული სწავლების ერთ-ერთ მოდულს.

მომავალი მასწავლებლებისთვის პირადი პრაქტიკის ცოდნას ემატება პროფესიული პერსპექტივაც: პოზის დაკვირვება, ტექნიკის ახსნა, ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინება, უსაფრთხო ადაპტაცია და პრაქტიკის სწავლების ლოგიკა.

დამოუკიდებლად დარეგისტრირებული პრაქტიკოსისთვის მასწავლებელთა პროგრამაში მონაწილეობა აუცილებელი არ არის.

ფორმატი

როგორ მიმდინარეობს კურსი

10 შეხვედრა × 90 წუთი — სულ 15 საათი პრაქტიკული სწავლება

ყოველი სემინარი ეძღვნება პირველი სერიის კონკრეტულ ნაწილს და აერთიანებს:

  • ტექნიკის დეტალურ ახსნას
  • პრაქტიკულ შესრულებას
  • ანატომიური და ბიომექანიკური პრინციპების განხილვას
  • გავრცელებული შეცდომების ანალიზს
  • პოზების სხვადასხვა ვარიანტსა და ადაპტაციას
  • უსაფრთხოების საკითხებს
  • კითხვებსა და პრაქტიკულ განხილვას

ეს არ არის ჩვეულებრივი 90-წუთიანი იოგას კლასი.

სემინარის მიზანია პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და გაგება.

კურსის პროგრამა

10 თემატური სემინარი — დეტალური პროგრამა

01

აშთანგა-ვინიასას საფუძვლები და Sūrya Namaskāra

პირველ სემინარზე გავეცნობით აშთანგა-ვინიასას ძირითად პრინციპებს: მოძრაობისა და სუნთქვის კოორდინაციას, vinyāsa-ს, dṛṣṭi-სა და bandha-ს პრაქტიკულ მნიშვნელობას. დეტალურად განვიხილავთ Samasthiti-ს, Sūrya Namaskāra A და B-ს, ასევე Chaturanga Daṇḍāsana, Ūrdhva Mukha Śvānāsana და Adho Mukha Śvānāsana-ს ტექნიკას.

24.10.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
02

დგომითი პოზები I: საყრდენი, მიმართულება და სხეულის სწორება

მეორე სემინარზე დეტალურად განვიხილავთ პირველი სერიის საწყის დგომით პოზებს: Padāṅguṣṭhāsana, Pāda Hastāsana, Utthita Trikoṇāsana, Parivṛtta Trikoṇāsana, Utthita Pārśvakoṇāsana და Parivṛtta Pārśvakoṇāsana. ყურადღებას გავამახვილებთ ტერფების, მუხლების, მენჯისა და ხერხემლის ურთიერთკავშირზე, წინ დახრისა და ტორსის როტაციის ტექნიკაზე, ასევე ინდივიდუალური პროპორციების შესაბამისი საყრდენის შერჩევაზე.

31.10.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
03

დგომითი პოზები II: ბალანსი, მენჯ-ბარძაყის მობილობა და ძალა

მესამე სემინარზე განვიხილავთ Prasārita Pādottānāsana A–D, Pārśvottānāsana, Utthita Hasta Pādāṅguṣṭhāsana, Ardha Baddha Padmottānāsana, Utkatāsana და Vīrabhadrāsana A/B-ს. ყურადღებას გავამახვილებთ ბალანსზე, ტერფისა და ფეხის სტაბილურობაზე, მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობაზე, ნახევარლოტოსის უსაფრთხო მომზადებასა და ძალისა და მოქნილობის დაბალანსებაზე.

07.11.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
04

მჯდომარე პოზები I: წინ დახრები, მენჯ-ბარძაყის როტაცია და გადასვლები

მეოთხე სემინარზე გადავდივართ პირველი სერიის მჯდომარე ნაწილზე. დეტალურად განვიხილავთ Dandāsana, Pashimottanāsana, Purvottanāsana, Ardha Baddha Padma Pashimottanāsana და Triang Mukha Ekapada Pashimottanāsana-ს ტექნიკას. ყურადღებას გავამახვილებთ წინ დახრის მექანიკაზე, მენჯისა და ხერხემლის ურთიერთობაზე, მენჯ-ბარძაყის როტაციაზე, ნახევარლოტოსის უსაფრთხო შესრულებაზე და მჯდომარე პოზებს შორის ვინიასას გადასვლებზე.

14.11.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
05

მჯდომარე პოზები II: მენჯ-ბარძაყის როტაცია, წინ დახრები და ტორსის მოტრიალება

მეხუთე სემინარზე დეტალურად განვიხილავთ Jānuśīrṣāsana A/B/C და Marīcyāsana A/B/C/D-ს. ვისწავლით, როგორ ერწყმის ერთმანეთს წინ დახრა, მენჯ-ბარძაყის როტაცია, ნახევარლოტოსი და ტორსის მოტრიალება; როგორ შევინარჩუნოთ მუხლისა და წელის უსაფრთხოება და როგორ შევარჩიოთ პოზის შესაბამისი ვარიანტი პრაქტიკოსის მობილობისა და გამოცდილების მიხედვით.

21.11.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
06

სხეულის ცენტრი, ვინიასას გადასვლები და ხელებზე ბალანსი

მეექვსე სემინარზე Nāvāsana, Lollāsana და Bhujapīḍāsana-ს საშუალებით შევისწავლით სხეულის ცენტრის აქტიურ მუშაობას, ხელებზე საყრდენს და მჯდომარე პოზებს შორის ვინიასას გადასვლების ტექნიკას. ეტაპობრივად განვიხილავთ წინ გადმოსვლასა და უკან გადასვლას, მაჯის, მხრისა და ბეჭის სტაბილურობას, ასევე დამწყებთათვის შესაბამის მოსამზადებელ ვარიანტებს.

28.11.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
07

Kūrmāsana-ს ჯგუფი: ღრმა წინ დახრა, მენჯ-ბარძაყის მობილობა და უსაფრთხო პროგრესია

მეშვიდე სემინარზე დეტალურად განვიხილავთ Kūrmāsana და Supta Kūrmāsana-ს. ყურადღებას გავამახვილებთ მენჯ-ბარძაყის ღრმა მოხრაზე და როტაციაზე, ფეხების უკანა ზედაპირის მობილობაზე, მხრებისა და ხელების პოზიციაზე, სხეულის ცენტრის აქტიურ მუშაობასა და პოზაში უსაფრთხოდ შესვლის ეტაპობრივ განვითარებაზე.

05.12.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
08

მენჯ-ბარძაყის ღრმა მობილობა, ბალანსი და ზურგზე შესრულებული თანმიმდევრობა

მერვე სემინარზე განვიხილავთ Garbha Piṇḍāsana, Kukkuṭāsana, Baddha Koṇāsana, Upaviṣṭha Koṇāsana, Supta Koṇāsana, Supta Pādāṅguṣṭhāsana, Ubhaya Pādāṅguṣṭhāsana და Ūrdhva Mukha Paścimottānāsana-ს. ძირითადი თემებია ლოტოსის უსაფრთხო ტექნიკა, მენჯ-ბარძაყის მობილობა, ფართო წინ დახრები, სხეულის ცენტრის კონტროლი, ბალანსი და მოძრაობის სუნთქვასთან კოორდინაცია.

12.12.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
09

უკან გადახრები, შებრუნებული პოზები და დასკვნითი თანმიმდევრობა

მეცხრე სემინარზე განვიხილავთ Setu Bandhāsana და Ūrdhva Dhanurāsana-ს ტექნიკას, შემდეგ კი პირველი სერიის დასკვნით შებრუნებულ პოზებს: Sarvāṅgāsana, Halāsana, Karṇapīḍāsana, Ūrdhva Padmāsana, Piṇḍāsana, Matsyāsana და Śīrṣāsana-ს. სემინარი სრულდება Padmāsana, Utpluthiḥ და Śavāsana-ს ტექნიკისა და ფუნქციის განხილვით.

19.12.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
10

პირველი სერია როგორც სისტემა: თანმიმდევრობა, ადაპტაცია და სწავლების პრაქტიკა

ბოლო სემინარზე პირველ სერიას მთლიან სისტემად განვიხილავთ: როგორ უკავშირდება ერთმანეთს დგომითი და მჯდომარე პოზები, წინ და უკან დახრები, მენჯ-ბარძაყის როტაციები, ხელებზე ბალანსები, შებრუნებული პოზები და დასკვნითი ნაწილი. ვისწავლით პრაქტიკის შემცირებული და სრული ვერსიების აგებას, ინდივიდუალურ ადაპტაციას, უკუჩვენებების გათვალისწინებას და უსაფრთხო სწავლების ძირითად პრინციპებს.

26.12.202615:00–16:3050 ₾
დეტალურად
განრიგი და ბილეთები

შაბათი · 15:00–16:30

24.10.2026 · 15:00სემინარი 01დეტალები / 50 ₾
31.10.2026 · 15:00სემინარი 02დეტალები / 50 ₾
07.11.2026 · 15:00სემინარი 03დეტალები / 50 ₾
14.11.2026 · 15:00სემინარი 04დეტალები / 50 ₾
21.11.2026 · 15:00სემინარი 05დეტალები / 50 ₾
28.11.2026 · 15:00სემინარი 06დეტალები / 50 ₾
05.12.2026 · 15:00სემინარი 07დეტალები / 50 ₾
12.12.2026 · 15:00სემინარი 08დეტალები / 50 ₾
19.12.2026 · 15:00სემინარი 09დეტალები / 50 ₾
26.12.2026 · 15:00სემინარი 10დეტალები / 50 ₾

გაიგე პრაქტიკა უფრო ღრმად

თუ გინდა პირველი სერია არა მხოლოდ შეასრულო, არამედ გაიგო მისი ტექნიკა, სხეულის მუშაობა და თანმიმდევრობის ლოგიკა, ეს კურსი სწორედ ამისთვისაა შექმნილი.

450 ₾

აირჩიე კონკრეტული სემინარი
ცალკეული სემინარის ფასი — 50 ₾