1–4 სექტემბერს რომში, Roma Tre-ის უნივერსიტეტში, გაიმართება ჰეგელის 36-ე მსოფლიო კონგრესი — Hegel Global, რომელშიც გიორგი ბერძენიშვილი მომხსენებლის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

მისი მოხსენების თემაა: „ინდური ფილოსოფიის პრობლემა ჰეგელის სისტემაში სანქჰიას მაგალითზე“.

ჰეგელის მსოფლიო კონგრესი დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული აკადემიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს აერთიანებს. წლევანდელ მთავარ მომხსენებლებს შორის არის ცნობილი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკიც.

ეს გიორგი ბერძენიშვილისთვის კონგრესში უკვე მეორე მონაწილეობაა — ორი წლის წინ იგი მოხსენებით წარდგა ჰეგელის 35-ე მსოფლიო კონგრესზეც.