გამოხმაურებები

რას ამბობენ ჩვენზე

სტუდენტებისა და სტუმრების გამოცდილება იოგას სახლში.

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 457

მარიამ ხელაძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა - უწყვეტი სწავლის პროცესია, რომელიც გხდის უკეთესს ფიზიკურად და მენტალურად. ეს არის გაძლიერების, გამოჯანმრთელებისა და გაბედნიერების გზა. იოგა ჩემთვის, საკუთარ თავთან თანაცხოვრების შემეცნებაა. იოგას სახლიც ყველაზე თბილი და სტუმარატმოყვარე სახლია :) დიდი მადლობა ყველა ინსტრუქტორს პ...

სრულად ნახვა

თამარ

დადასტურებული მოსწავლე

იოგა გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომლის გარეშეც აქამდე ნეტავ როგორ ვცხოვრობდი. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობთ და ჩემს ყველაზე მაგარ ინსტრუქტორს ქეთა რიკაძეს

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

მარიამ მამულაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იმუნიტეტი საგრძნობლად გამიძლიერდა, იოგამ ხელი შემიწყო ფორმის შენარჩუნებასა და სულიერ სიმშვიდეში, დიდი მადლობა ასეთი თბილი გარემოსთვის და ასევე დიდ მადლობას ვუხდი საუკეთესო მასწავებელს- გიორგი ბერძენიშვილს.

ჯანმრთელობა
სრულად ნახვა

მიხეილ გიორგაძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ხერხემლის პრობლემებმა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი იოგის სახლში. ერთი თვეა რაც დავდივარ და შემიძლია არა მახოლოდ ხერხელმალთან დაკავშირებულ, არამედ, საკუთარი გამოცდილებით, სხვა უფრო კომპლექსურ სარგებელზეც ვისაუბრო. პირველი ხელშესახები შედეგი იყო, ძილის მოწესრიგება. აღარც კი მახსო...

პროფესიონალიზმი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

ირინე თოთრაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მიხარია, რომ აქ მოვხვდი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბედნიერი გამოვდივარ, მადლობა თქვენ და განსაკუთრებით ნინოს ?

სრულად ნახვა

ხვთისო არაბული

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან კარგი გარემო,საუკეთესო ინსტრუქტორი, ერთ თვეში წონაშიც დავიკელი და ჯამრთელობის მხრივაც უკეთესი მდგომარეობა იგრძნობა. ოღონდ წყლის გადავლების საშვალება რომ არაა ეს გვიქმნის პატარა დისკომფორტს

სრულად ნახვა

თაკო მაზიაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ყველაფრისთვის დიდი მადლობა, იოგას სახლს და გიორგი ბერძენიშვილს. თქვენ ხართ საუკეთესოები! იოგას სახლი არის ადგილი, სადაც გადატვირთული დღის შემდეგ, დაღლილიც კი შემართებით მიდიხარ და შესვლისთანავე გავიწყდება ყველაფერი ნეგატიური. ხოლო იქიდან გამოსვლისას გრძნობ სიმშვიდეს, ენერგიას, დადებით ემოციას და პირდაპირი მნიშვნელობით...

სრულად ნახვა

ანა გოგილაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

Dzalian miyvars yoga sxva ra vtqva ar vici

სრულად ნახვა

ელენე სეხნიაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი...

პროფესიონალიზმი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

თინა რუხაძე

დადასტურებული მოსწავლე

ჩემთვის იოგას ვარჯიში არის შეგუება ჩემსავე არასრულყოფილებასთან. ეს არის სწავლის ხანგრძლივი პროცესი, როცა ხედავ რა მარტივად გამოსდის სხვას ის, რაზეც შენ შეიძლება თვეობით მუშაობა დაგჭირდეს და არ ბრაზობ, არ ნებდები. იოგას სახლში ეს განსხვავებულობა მტკივნეულად აღსაქმელი არ არის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მარტივად არ მიიღწ...

სრულად ნახვა

მაია ნიუგზარიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მოგესალმებით, მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ხართ და გვაძლევთ საშუალებას ჩვენც ვიყოთ კარგად. პრობლემა, რომელმაც მომიყვანა იოგას სახლში, ნელნელა ლაგდება. ნამდვილად სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს.

სრულად ნახვა

ქეთა ჯაჭვაძე

დადასტურებული მოსწავლე

რამდენიმე წელია უკვე იოგას სახლში ვვარჯიშობ აშთანგა იოგას. მართლაც როგორც სახლში ისე ვგრძნობ თავს :) არაჩვეულებრივი გარემოა პრაქტიკისთვის, მეგობრული და გამოცდილი ინსტრუქტორები მეხმარებიან ასანების სწორად შესრულებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იოგას ვარჯიში რომ ცხოვრების წესად მექცა სწორედ ამ სტუდიის დამსახურებაა

სრულად ნახვა