იოგას აკადემია

იოგას ინსტრუქტორთა კურსი

სიღრმისეული პროგრამა მათთვის, ვისაც სურს იოგას სწავლება, პირადი პრაქტიკის გაღრმავება და თანამედროვე ანატომიისა და ტრადიციული ცოდნის გაერთიანება.

იოგას ინსტრუქტორთა კურსი

იოგას 6 თვიანი სრული კურსი (TTC 200 Hours)

'იოგას აკადემია' არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამზადებს იოგას ინსტრუქტორებს თანამედროვე იოგა-ანატომიის და ტრადიციული სწავლების საფუძვლების მიხედვით, შესაბამისი ლიტერატურით ქართულ ენაზე, თეორიული და პრაქტიკული განხორციელებისთვის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედი ინსტრუქტორების დიდ უმრავლესობას გავლილი აქვს სწორედ ეს კურსი (TTC200) (თუმცა, არსებობს შემდეგი საფეხურებიც TTC300 და TTC500).

ჩვენ მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ვრცლად

კურსის ავტორი და ხელმძღვანელი - გიორგი ბერძენიშვილი

  • იოგათი 14 წლის ასაკიდან დაინტერესდა.
  • იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც წამყვანი მასწავლებლებისგან მიიღო განათლება იოგას მოძღვრების შესახებ. გამორჩეული მასწავლებლები: მანჯუ პატაბჰი ჯოისი და დევიდ სვენსონი
  • 2006-დან მოყოლებელი თავის ცოდნას უზიარებს საქართველოში.
  • 2009 წელს გახდა საქართველოს იოგას ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
  • 2010 წელს დააფუძნა საქართველოში იოგას პირველი ცენტრი - „იოგას სახლი“, რომელსაც დღეს რამდენიმე ფილიალი აქვს.
  • ამზადებს ინსტრუქტორებს, რომლებიც მუშაობენ როგორც „იოგას სახლში“, ისე საქართველოში არსებულ სხვა ცენტრებში.
  • 2020 წელს დაიწყო ინსტრუქტორების ერთიანი მომზადების ახალი კურსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან და მოიცავს 12 დისციპლინას: ასანა, პრანაიამა, მედიტაცია, ანატომია, ფიზიოლოგია, ბიომექანიკა, ისტორია, ეთიკა, ფილოსოფია, მეთოდოლოგია.
  • თარგმანების ავტორი: იოგასუტრა, ჰათჰაიოგაპრადიპიკა, იოგა-მალა, იოგა-ანატომია.
კურსდამთავრებულები

რას ამბობენ TTC კურსზე

ვიდეო ისტორიები და ტექსტური გამოხმაურებები სტუდენტებისგან, რომლებმაც კურსი უკვე გაიარეს.

ვიდეო კომენტარები

ძველი ვიდეოები ერთ სუფთა ბლოკში

პირველი ვიდეო

საწყისი YouTube ვიდეო, რომელიც ადრე გვერდის ზედა ნაწილში იყო.

TTC ვიდეო

კურსის ძველი ვიდეო ცალკე ვიდეო კომენტარების ბლოკში.

TTC გამოცდილება

ვიდეო კომენტარი კურსის შესახებ.

კურსდამთავრებულის შეფასება

სტუდენტის გამოცდილება და შთაბეჭდილება.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ტექსტური კომენტარები

ნაპოვნია 55

მარიამ მინაძე

დადასტურებული მოსწავლე

რა მომცა იოგას სახლმა და იოგას ინსტრუქტორთა კურსის გავლამ? "იოგას სახლის" კარის შეღებით გავაღე კარი, რომელმაც მშვენიერების ახალი ბილიკი დამანახა. დავიწყე ჩემი შესაძლებლობების დაფასება,დავიწყე იმის გონივრულად გარჩევა რისი შეცვლა შემიძლია და რისი არა. შედეგად ენერგიებს ფუჭად აღარ ვხარჯავ იმაზე რისი შეცვლის მცდელობაც შედე...

სრულად ნახვა

ვერონიკა სანამიანი

დადასტურებული მოსწავლე

გავიარე ინსტრუქტორთა გადამზადების 200 საათიანი კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. დღეს საქართველოში დიდი რაოდენობაა ტრენერების, ცენტრების, თუმცა კომპეტენციის დონე ხშირ შემთხვევაში დაბალია. კურსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძინოს არა მხოლოდ ფიზიკური უნარ-ჩვევები, არამედ, ბაზ...

სრულად ნახვა

თინა რუხაძე

დადასტურებული მოსწავლე

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გამევლო იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსი. თავდაპირველად იგი მოითხოვდა ბევრ დროს სამუშაო დღის შემდეგ, რაც არ იყო მარტივი. ბოლოს კი როლები შეიცვალა და სამსახური მოითხოვდა დროს იოგას გაკვეთილების წინ :) კურსის მასალები, ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში და ძიებები გადაიქცა მთვარ მამოძრ...

სრულად ნახვა

გოგა თაბუკაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსამდე არ მქონია შეხება იოგასთან, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა. როცა გავიგე, ამ კურსის შესახებ, იმ წამსვე მივწერე გიორგის და სულ რამდენიმე წუთში გადავწყვიტე რომ ეს ის კურსი იყო, რომელიც მე უნდა გამევლო. რამდენიმე დღის წინ დასრულდა კურსი და დაიწყო ახალი, ძალიან საინტერესო და საკმაოდ გა...

სრულად ნახვა

მარიამ ხელაძე

დადასტურებული მოსწავლე

200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახს...

სრულად ნახვა

რუსუდან გოგალაძე

დადასტურებული მოსწავლე

ზოგჯერ ცხოვრება ძალზედ ლამაზ სიურპრიზებს გვიმზადებს და ჩვენს ამქვეყნიურ ყოველდღიურობას, განსაკუთრებულ ელფერს და სტიმულს მატებს. 💚✨💚ასე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაშიც. 💫ოცნებად მქონდა ჩემს ქალაქში, კერძოდ ხაშურში, ყოფილიყო იოგას შემსწავლელი სტუდია. 🧘‍♀️ინსტრუქტორთა ერთიანი კურსის გავლის მეშვეობით, გიორგი ბერძენიშვილის ავტორ...

სრულად ნახვა

თამილა კულუმბეგოვი

დადასტურებული მოსწავლე

ორი წელი ველოდი იოგას სასერთიფიკატო კურსის გახსნას... ასე ჰქვია კურსს,რომელიც გაძლევს სიცოცხლის,ხალისის,ტკბობის,შეცნობის სერთიფიკატს;🕉 გიორგი აღმოჩნდა მასწავლებელი,მთელი თავისი არსით! ბედნიერებაა მოგეცეს შესაძლებლობა იცნობდე ერთ-ერთ იმ ადამინათაგანს,რომელთა ხათრით ეს სამყარო აგრძელებს არსებობას... 💜💜💜 ი ო გ ა ცვლის საუ...

სრულად ნახვა

ელენე ნაჭყებია

დადასტურებული მოსწავლე

იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი იყო ჩემთვის საოცარი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია იოგას სახლის აქტიური პრაქტიკოსი ვარ, უამრავი ახალი ვისწავლე და გაეცა პასუხი იმ კითხვებს, რასაც ველოდი და რასაც არ ველოდი. გიორგიმ დეტალურად გაგვაცნო თითოეული ასანა, მათ შიგნით ანატომია, იოგას ისტორია, ეთიკა და ფილ...

სრულად ნახვა

ანა ნანუაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მეორე წელია რაც იოგას სახლი აღმოვაჩინე და სულ მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო და ჩემი ოცნებაც ახდა, დაიწყო ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი გაკვეთილებზე სიარულს, ყველა გაკვეთილი და ინფორმაცია იდებოდა ონლაინ რაც ჩემთვის ძალიან მოსახერ...

სრულად ნახვა

ირაკლი კვარაცხელია

დადასტურებული მოსწავლე

დღეს ბოლო დღეა იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსის. ისეთი განცდა მაქვს თითქოს ორთვიანი მოგზაურობიდან ვბრუნდები. ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვასრულებდით პრანაიამას, მედიტაციას, ასანებს. მე ჩემს თანამგზავრებთან ერთად ვიძრომიალე სულის, გონების ისეთ ადგილებში სადაც არცერთი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ჩვენ გვყავდა ძალიან კარ...

სრულად ნახვა

ირინა ქომეთიანი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლის კარი პირველად 6 წლის წინ შევაღე და მიხარია, რომ როგორც იტყვიან, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. თავდაპირველად ჩემი მიზანი ფიზიკური მდგომარეობის (ხერხემლის ტკივილი) გაუმჯობესება იყო, თანდათანობით კი, არა მხოლოდ სხეულმა, შინაგანმა სამყარომაც განიცადა სრული ტრანსფორმაცია. იოგას გაკვეთილს საკუთარ თავთან და შ...

სრულად ნახვა

მარიამ გამყრელიძე

დადასტურებული მოსწავლე

ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლე...

სრულად ნახვა