წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
ნინი ოდიშვილი
პროფესიიდან გამომდინარე დღის განმავლობაში მიწევს სკამზე მოხრილი ჯდომა + ამას ვარ დაძაბული, ამიტომ მე და ზურგის ტკივილი დიდი ხნის მეგობრები ვართ......
რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე ვარჯიში და აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავიწუწუნე ზურგის ტკივილის გამო.
იოგა არის ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება, იმის მიუხედავად რომ ბევრი მოძრაობის სწორად და ზუსტად შესრულწბა ჯერ კიდევ მიჭირს შედეგს ყოველ გაკვეთილზე ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.
თამარ გვაგვალია
იოგა არის ცხოვრების სტილი, ჩვენი და თქვენი სწორი არჩევანი. ყოველი ვარჯიში სხეულის შეცნობის ხელოვნებაა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო 💙
ანა შონია
რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე იოგას სახლი და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია პანდემიამ შემაფერხა, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და იმედი მაქ აქტიურად გავყვები. მე ძალიან მეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის მიღწევაში. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს მთლიამად იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ფანტასტიური ინსტრუქტორები არიან 💜 იოგა- თანამედროვე აბი გლუკოზაა.
ana sesitashvili
დიდიხნის სურვილი ავიხდინე და მივიგე გადაწყვეტილბა, დავიწყე იოგაზე სიარული ვფიქრობ მაქვს შედეგი და წინსვლები რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, აღარ მაწუხებს თავის ტკივილები და კისრის მუდმივი დაძაბულობა აღარაფერს ვიძახი განწყობაზე. დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ და გაქვთ ესეთი გარემო სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ.
ნინო კვირკველია
მოკლედ იოგაზე ჩემი მისვლის მიზეზი ხერხემლის პრობლემა იყო , ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ და რომ მივდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ დამეზარებოდა და აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მეორე თვეა დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის მოვა მომდევნო გაკვეთილი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს ქალბატონ თამარა მიდელაურს ძალიან მაგარ ქალბატონს რო ჩამომხსნა სიზარმაცის ზარები , გავხდი უფრო აქტიური, უფრო პოზიტიური კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იგის სახლს .
ნათია ხიზანიშვილი
მოგესალმებით,
თითქმის შვიდი წელია რაც იოგაზე დავდივარ ჩემი შვილის რჩევით. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ იოგა ჩემი არ იყო, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში.
იოგამ მომიტანა სულიერი სიმშვიდე, გამხადა აქტიური, ფიზიკურად გამაჯანსაღა.
იოგას სახლი არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს ვუმკლავდები.
იქ უბრალოდ ბედნიერი ვარ.
მადლობა იოგას სახლს ჩემი თავის აღმოჩენისთვის.
იოგას სახლი საუკეთესოა❤️
მადლობა მათ ყველას უკლებლივ❤️