|
სავსემთვარეობა 31- თებერვალი -2012 12:52 სავსემთვარეობა 8- მარტი -2012 13:36 |
ამჟამად მთვარის მე-1 დღეა (მთვარის მე-1 დღე დაიწყო 22/2/2012 02:32)
(მთვარის მე-2 დღე დაიწყება 23/2/2012 18:48 სიმბოლო-სიუხვის რქა)
დღის სიმბოლო – ლამპარი
ეს დღე მთელი მომდევნო თვის საძირკველია – დრო, როცა მთელი თვის ჩონჩხი ყალიბდება.
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, მხოლოდ მათი დაგეგმვით შემოიფარგლეთ. ამ დღის ყველა გეგმა შემდეგ თავისთავად განხორციელდება. მთვარის პირველ დღეს წამოწყებული ვერც ერთი საქმე ვერ დასრულდება თვის განმავლობაში, პირიქით, გაჭიანურდება. ხომ არ გინდათ მთელ თვეს ერთი ადგილი ტკეპნოთ, ან ჩაკეტილ წრეზე იაროთ!
გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ამ პერიოდში იფიქრებთ და გააკეთებთ ქვეცნობიერად მთელი თვის სამოქმედო გეგმად გექცევათ. ამ პროგრამაში რაიმეს შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. გააკონტროლეთ ფიქრები, არ დაუშვათ ნეგატიური აზრები.
თავი აარიდეთ კონფლიქტებს: მთვარის პირველ დღეს დაწყებული უთანხმოება მთელი თვის განმავლობაში მოუგვარებელი დარჩება. და რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, რისი შეცვლაც არ უნდა სცადოთ, კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალი იქნება.
თუ სადმე განცხადების შეტანა გიწევთ, მთვარის პირველი დღე საამისოდ ზედგამოჭრილია. ითვლება, რომ ამ პერიოდში შეტანილი განაცხადზე აუცილებლად დადებით პასუხს მიიღებთ: საქმეთა ვითარება თქვენთვის ძალიან იღბლიანად აეწყობა.
არაა სასურველი აქტიური სოციალური ცხოვრება. მთვარის პირველ დღეს ეს განსაკუთრებით დამქანცველია: დიდი ენერგია მიაქვს. შეეცადეთ, არ მიიღოთ სტუმრები და თავადაც არ წახვიდეთ სტუმრად. არ იქონიოთ ურთიერთობა ბევრ ხალხთან. იპოვეთ თქვენს თავში ძალა და სიმამაცე, რომ ბოლო მოუღოთ ურთიერთობას მომაბეზრებელ, უსარგებლო და უბრალოდ, უვარგის ადამიანებთან.
ჯანმთელობა: ეს დღე განსაკუთრებით თავზე მოქმედებს. არსებობს ინსულტის, ინფარქტის ან ეპილეფსიური შეტევის საშიშროება. არ ღირს გადაღლა, ალკოჰოლის მოხმარება. ეს დღე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მძიმეა, რადგანაც ძაბავს შინაგან ორგანოებს. ამ დღის რეკომენდაციების დარღვევამ შეიძლება ენერგია შინაგანი ორგანოებისკენ მიმართოს და ქვების დაგროვება გამოიწვიოს. მკურნალობისას უპირველეს ყოვლისა ავადმყოფობის სულიერი მიზეზები უნდა აღიკვეთოს. ამ დღეს დასნეულებულს შეიძლება ავადმყოფობა დიდხანს გაუგრძელდეს, თუმცა აუცილებლად გამომჯობინდება.
ამ დღეს რეკომენდებულია ოპერაციებისთვის თავის არიდება (კბილების მკურნალობის ჩათვლით), რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის გადადება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
სიზმრები: ამ დღის სიზმარი, თუ ის დადებითია – სიხარულს მოგიტანთ, თუ ცუდი – ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ყველაფერი თავისით ჩაივლის.
მისტიკური ზეგავლენა: მთვარის ამ დღის სახეები და აზრობრივი ფორმები საკმაოდ მდგრადია და გაუნელებელ მიზანდასახულობას იწვევს. შემოქმედებითი ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.

 ამ დროს არ არის რეკომენდებული ბევრი სითხის მიღება(განსაკუთრებით სპირტიანი სასმელების) - ეს არ არის უსაფრთხო, ვინაიდან არის კავშირი თირკმელებთან(ვენერას ეგზალტაცია თევზებში).
სათუთი ხდება კანი, მატულობს ალერგიების საფრთხე. აკრძალულია ოპერაციები გრძნობათა ორგანოების, ღვიძლისა და ფეხების.
ამ დროს ნაკლები უნდა იაროთ ვინაიდან ფეხები მგრძნობიარე ხდება, უნდა ჩაიცვათ რბილი ფეხსაცმელი. მეტისმეტად მატულობს სოკოვანი დაავადებების საშიშროება .
აკრძალულია ფეხის მასაჟი, წყლის პროცედურები, ნარკოტიკების მიღება, სამკურნალო პრეპარატები.
|